დეპუტატმა ობოლაშვილმა ფარმაცევტული კომპანიით 4 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო

მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან 2023 წელს შემოსავლის სახით 4 357 225 ლარი მიიღო. ამის შესახებ მან ჩაწერა განახლებულ დეკლარაციაში, რომელიც მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეავსო.

საკანონმდებლო ორგანოს მილიონერი დეპუტატი პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აირჩიეს ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სამაჟორიტარო ოლქიდან. ის მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს და ერთ-ერთი იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონის მიღებას.

banner
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიასაბა ბუაძე – არაკონსტიტუციური და რისკის შემცველი