დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მოსახლეობისა და მეშახტეთა დასახმარებლად 100 000 ლარი გაიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ტყიბულისა და თერჯორლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ქალაქ ტყიბულში შახტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები და რაიონის სხვა საჭიროებები დაწვრილებით განიხილეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დეპუტატი პირადი დანაზოგიდან ტყიბულის მოსახლეობისთვის, მათ შორის მეშახტეთა დასახმარებლად, 100 000 ლარს გაიღებს.

იმისათვის, რომ თანხის განკარგვა გამჭვირვალედ მოხდეს, ქალაქ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და შახტის ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ მეშახტეთა მაღალი ჩართულობით, მაქსიმალურად დროულად შეიმუშაონ გამოყოფილი თანხის განაწილების კრიტერიუმები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშივაზიანიდან თბილისში გადმოყვანილ 5 ჯარისკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი ჩვილი შეიყვანეს