დეპუტატმა დუმას სასადილოდან თურქული კანფეტების ამოღება მოითხოვა

რუსეთის დუმას დეპუტატმა ანდრეი სვინცევმა აპარატს სთხოვა ქვედა პალატის სასადილოდან თურქული წარმოების კანფეტები ამოიღონ. პარლამენტარმა ჟურნალისტებს აჩვენა წითელ, ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული კანფეტი, რომელიც სასადილოში შეიძინა.
მისი თქმით, ამომრჩევლებისგან მიიღეს წერილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თურქული კანფეტები დაბალი ხარისხით გამოირჩევა. დეპუტატის თქმით, კანფეტი გადაეცა ექსპერტიზას. თუკი აღმჩნდება, რომ შემადგენლობაში მითითებული ინგრედიენტები არასწორია, ის მთავრობისგან მოითხოვს კანფეტის აკრძალული პროდუქტების სიაში შეტანას – განაცხადა დეპუტატმა. მანამდე კი, სვინცევის თხოვნაა , კანფეტი დუმას სასადილოს მენიუდან ამოიღონ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანისთვის ლევან მურუსიძის სურვილი, გახდეს სააპელაციო სასამართლოს მუდმივი მოსამართლე უცნობია
შემდეგი სტატიამთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად 611 500 ლარი გამოიყო