დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის 76 ხმის ნაცვლად 90 ხმა იქნება საჭირო

დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმი იცვლება.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“. ინიციატივაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად გაჩხრეკაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5.

მოქმედი რეგლამენტით, აღნიშნულ თანხმობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც ცვლილებებით, 90 დეპუტატამდე იზრდება. ფრაქცია ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს და პროექტის მომზადების მიზეზად 19 აპრილის შეთანხმებას ასახელებს. აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

banner
წინა სტატიაშიმარინა კალიურანდი – მადლობას ვუხდი საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის
შემდეგი სტატიასაქართველოს დღეს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა