დეპუტატი ოხანაშვილი ტვ პირველის ჟურნალისტს მორალს და ზნეობას უწუნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია პირველის წამყვანს, თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლოს უწოდებს. დეპუტატი ამბობს, რომ ჩიხლაძეს მორალი და ზნეობა არ აქვს.ამის შესახებ დეპუტატმა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა, სადაც გიგი უგულავას პატიმრობის საკითხზე სასაუბროდ იყო მიწვეული.

“მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს რა პროფესიაშიც არ უნდა იყოს და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევ იქ ჩივილს აზრი არ აქვს. რაზე მელაპარაკებით დიანა, მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია ადამიანს რომელ ჩივილზეა საუბარი… თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს მე სადმე მიმიწვიოს”, — განაცხადა ოხანაშვილმა მას შემდეგ, რაც გადაცემის წამყვანმა ურჩია შეთანხმებულ თემაზე ესაუბრა, ხოლო თამარ ჩიხლაძისთვის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ეჩივლა.

ოხანაშვილის ეს განცხადება, თამარ ჩიხლაძის ძველ გადაცემას მოჰყვა, სადაც სტუმრად ის ადამიანი იყო მიწვეული, რომელსაც დეპუტატი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებდა. გადაცემაში ოხანაშვილიც დაპატიჟეს, თუმცა, დეპუტატი არ მივიდა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ ანრი ოხანაშვილი დიანა ტრაპაიძისთვის იმის სწავლას შეეცადა, თუ როგორ უნდა მოიქცს ობიექტური ჟურნალისტი და არც იმის რჩევა დავიწყებია ვინ უნდა მიიწვიონ ეთერში და ვინ არა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაადვოკატის განცხადებით, მარიანა ჩოლოიანის პატიმრობაში დატოვება უსამართლო გადაწყვეტილებაა