დეპუტატი ნატო ჩხეიძე ზვიად გამსახურდიას შვილებს სოლიდარობას უცხადებს და პარლამენტისგან 26 წლის წინანდელი მოვლენების შეფასებას ითხოვს

დეპუტატი ნატო ჩხეიძე მთავარ პროკურატურასთან ზვიად გამსახურდიას შვილების – კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას შიმშილობის აქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოს დღევანდელი სახელმწიფოს შემქმნელის და მისი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილები პროტესტის ნიშნად შიმშილიბენ. ზვიად გამსახურდიას მკვლელობა კი გახსნილია საგამოძიებო კომისიის მიერაც (კნსტანტინე გამსახურდიას ხელმძღვანელობით) და დოკუმენტური ლიტერატურითაც (როსტომ ჩხეიძის ავტორობით), მაგრამ ოფიციალურად არ არის დასკვნის სახით ასახული ქვეყნის პროკურატურის მიერ.
არც ასახავენ; არც დასკვნას დაწერენ; და არც პარლამენტი შეაფასებს იმ ავბედით და, მართლაც, დანაშაულებრივ მოვლენას, სახელმწიფო გადატრიალება რომ ჰქვია.
სასესიო დღის წესრიგში კი რახანია ჩაწერილია წინა ხელუსუფლების შეფასების საკითხი რეზოლუციის სახით. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს ამ რეზოლუციას.
მაშასადამე, „ქართული ოცნების“ მხადაჭერის იმედათ არის შეტანილი ეს საკითხი დღის წესრიგში, რომელიც რეალურად, პოლიტიკურ კონიუნქტურად წარმოჩინდება.
რადგან თუ წინა ხელისუფლების საქმიანობის შეფასება მართლაც იყო პოლიტიკურად აუცილებელი ნაბიჯი, ეს უნდა მომხდარიყო ყოველგვარი კოჰაბიტაციის გარეშე.
ახლა რა გამოდის – ორმა პარტიამ შეთანხმებლურად დაიწყო მოქმედება: ახალმა ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის რეჟიმი აირჩია, როგორც თავად გვარწმუნებდნენ, ქვეყნის მდგრადობისთვის და
ხელი გაუწოდეს წინა ხელისუფლებას.
გადის 6 წელი და უეცრად გადაწყდა მათთან გამიჯნვა და მათი საქმიანობის დაგმობა?..
არაერთი მომხრე „ნაციონალური მოძრაიბისა“ ამჟამად „ქართული ოცნების“ პარტიის წევრია –
ასეა პარლამენტში, ასეა მთავრობაში, სასამართლოსა თუ პროკურატურაში..
თუ დაიგმობა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ის წევრები, რომლებიც ჩამოსცილდნენ თავიანთ პოლიტიკურ ბანაკს სხვადასხვა მოსაზრებების გამო და საპირისპირო პოლიტიკურ ბანაკში გადავიდნენ, გასამართლდებიან თუ არა? და თუ გასამართლდებიან, როგორ წარმოგიდგენიათ,
რომ ადამიანებმა დაგმონ თავიანთი წინანდელი მოქმედება და ის შერაცხონ დანაშაულად? დანაშაულად და არა – შეცდომად.
„ქართულ ოცნებას“ კი უკვე არავითარი უფლება აღარ აქვს, რომ მორალურად გაასამართლოს წინა ხელისუფლება, რადგან მათაც საკმაოდ დაუგროვდათ შეცდომებიც და დანაშაულებიც.
არადა, სხვას რომ ბრალს სდებ, შენ თვითონ მორალურად შეუბღალავი უნდა იყო. და რაც მთავარია, თუ შეფასებაა, უპირველესად, უნდა შევაფასოთ ეროვნული მთავრობის დამხობა, რამაც ქვეყანა ისე ძლიერ დააზიანა, რომ იმ შედეგებს კვლავაც მწარედ ვიმკით.
ბევრი რამ მოგვარებული გვექნებოდა და ახალი ხელუსუფლებანიც მოერიდებოდნენ ყოველგვარ ძალადობას, ეროვნული ხელისუფლების ის იარაღით დამხობა რომ არა, რომელიც უკვე შეფასებულია ჩვენი ხალხის მიერ და მიჩენილი აქვს თავისი ადგილი
მათ მეხსიერებასა თუ ტექსტებში.
და საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, დაარქვას მას ის სახელი, რასაც იმსახურებს,
ანუ სამხედრო გადატრიალება და შესაფერისი მორალური მსჯავრიც გამოუტანოს მის მონაწილეებს.
ეს უკვე აღარ იქნება პოლიტიკური კონიუნქტურა, რადგანაც ერთი-ორი ადამიანის გარდა, რომელიც ჩვენს პარლამენტშიც ბრძანდებიან, არც ერთ სხვა დეპუტატს არ მიუძღვის ასეთი დანაშაული ქვეყნის წინაშე – იარაღის ძალიათ ხელისუფლების დამხობისა.
ამიტომაც სრული უფლება გვაქვს, ეს მორალური განაჩენი სწორედ ჩვენ გამოვიტანოთ.
და სანამ ის უმაღლესი ძალადობრივი ქმედება არ შეფასდება საქართველოს პარლამენტის მიერ, – ანუ ხელუსუფლების იარღით დამხობა, რომელმაც სათავე დაუდო სახელისუფლო ბერკეტების ძალადობრივ გამოყენებას მომდევნო ხელუსუფლებების მიერ, – ვერ ვიქნებით სამართლიანნი,
მით უფრო, შორს ვიქნებით მორალური სამართლისაგან, და წინა-მომდევნო ხელუსუფლებების შეფასებები ერთმანეთის მიმართ სწორედაც რომ პოლიტიკურ კონიუნქტუვად წარმოჩინდება
და არა – სამართლიანობისა და ზნეობრიობის დამკვიდრების მცდელობად, რისი მოვალეც ნამდვილად არის ქვეყნის პარლამენტი.
დიახ, შეფასებები უნდა დავიწყოთ თავიდან, ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟიდან, ის მართლაც, დანაშაული უნდა შევაფასოთ და მხოლოდ ამის მერე გადავდგათ,
ისიც აუცილებლობის შემთხვევაში, შემდგომი ნაბიჯები!
ვფიქრობ, რომ საქართველის პარლამენტი უნდა მოიქცეს თავისი ღირსების შესაფერისად, –
მოვლენები უნდა შეაფასოს არა პირადი და თუ გნებავთ, პარტიული ინტერესების შესაბამისად,
არამედ, ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
როგორც ილია გვასწავლიდა, უნდა შევძლოთ და ვიყუროთ არა ჩვენი
კარის ჭუჭეუტანიდან, არამედ, კარი უნდა გამოვაღოთ და ისე შევხედოთ ჩვენს მამულს.
საქართველოს დღევანდელმა პარლამენტმა უნდა მისცეს შეფასება 26 წლის წინანდელ სახელმწიფო დანაშაულს და მერე კი იმის ვალდებულებაც იქნება, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ფორმალურად დაადასტურონ უკვე გამოკვლეულ-გამოძიებული საქმე ზვიად გამსახურდიას მკვლელობისა.“

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი სხვადასხვა ყაჩაღობისთვის 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა