მაკა რაზმაძე:დეპუტატი ლორთქიფანიძე ყველა ზღვარი დაარღვია და ყველა წესს გადაახტა!

maka -razmadzeდიდხანს ვიფიქრე რით დამეწყო…რომ უნდა დამეწერა და მეთქვა ეს ზუსტად ვიცი,მაგრამ ემოცია იმდენად დიდია,რომ დაწყება გამიჭირდა…..თქმაც მიჭირს და იმის აღქმაც ,რომ აქამდე მივედით…..
უმრავლესობის წევრი ჟურნალისტს ემუქრება!აშანტაჟებს და ესეც არ ყოფნის და შვილსაც გადასწვდა.
ბევრი გაგვივლია.ბევრიც გვტკენია,ბევრი უმრავლესობაც გვინახავს და ბევრი თანამდებობის პირებიც-ჩვენ ჟურნალისტები ვართ!
პირადად მე ყველაზე საშინელი ეთერი მქონდა სულ რამდენიმე დღის წინ.ვერ გავეცი ის პასუხი ხელისუფლების წარმომდგენელს რაც უნდა გამეცა.არადა ამით მათვე ვაზარალებთ-ილუზიას ვუქმნით,რომ ყველაფრის უფლება აქვთ და შეუძლიათ ასე გველაპარაკონ -აგდებით …არადა ბევრს მოეწონა….
სამწუხაროდ ჩვენს ხალხსაც ის ჰგონია თოკ-შოუ,რომ რესპონდენტმა ილანძღოს,შეურაცხყოფა მოგაყენოს,მონოლოგის რეჟიმში გედემაგოგოს და შენ კუდი უქიცინო და ეფერო.თავი უქნიო მხოლოდ იმიტომ,რომ გადაცემაში სტუმრობა სთხოვე და ის დაგთანხმდა….არადა ხელისუფლება,ოპოზიცია,ნებისმიერი პოლიტიკური ძალა უბრალოდ ვალდებულია ანგარიში აბაროს ხალხს მუდმივად.ესაა ნაწილობრივი არსი გადაცემების და ზოგადად მედიისაც ….
დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ყველა ზღვარს გასცდა!
შანტაჟის ენით ლაპარაკობს მმართველი გუნდის წევრი,ერთ-ერთი სახე!
მეც ვიბრძოდი და ჩემი სულ ცოტა წვლილიცაა,რომ ხელისუფლება შეიცვალა,რადგან ვხედავდი,რომ ცვლილება აუცილებელი იყო.მაგრამ არა ასეთი!
დეპუტატი ლორთქიფანიძე ინგა გრიგოლიას შვილს ემუქრება! ყველა ზღვარი დაარღვია და ყველა წესს გადაახტა!
მინდა მივმართო ხელისუფლებას,შსს-ს,ჩემს მეგობრებს,კოლეგებს და უბრალოდ მოქალაქეებს-თუ მარიამ გრიგოლიას თუნდაც თმის ღერი შეერხევა,თუნდაც ოდნავ დისკომფორტი შეექმნება ამ სიბინძურის გამო,როგორც ჩემს საკუთარ შვილს ისე დავიცავ და ომს გამოვუცხადებ ყველას,ვინც იმ მხარეს დადგება სადაც ეს დეპუტატი დგას!
მოვუწოდებ დავით ლორთქიფანიძეს სანამ მართლა ყველა დააპირისპირა საკუთარ გუნდს და დარჩენილი მომხრეებიც გააქცია,ბოდიში მოიხადოს იმ უმსგავსო გამოსვლებისთვის,რაც გამოსწორების ნაცვლად ამატა და ამატა ერთმანეთს სამარცხვინოდ!-წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში“იმისთვის, რომ გამოძიება მოხდეს უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება”
შემდეგი სტატიაკოალიციები იქმნება და იშლება, არც შექმნაშია ტრაგედია და არც – დაშლაში