დეპუტატი ლევან კობერიძე „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გახდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან კობერიძე „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გახდა.

პარტიის ახალი წევრი პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს დღეს წარუდგინეს.

ლევან კობერიძემ გასული წლის პირველ მაისს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი იყო. ამასთან, ინისში ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ ახალი პლატფორმის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიანათია თურნავა – საკმარისი რესურსი გვაქვს ვიზიტორების როგორც მესტიაში, ასევე სხვა რეგიონებში განსათავსებლად