დეპუტატი გივი თარგამაძე მისი ავტომანქანის აფეთქების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

14569695_1319237618110158_458453281_nდეპუტატი გივი თარგამაძე მისი ავტომანქანის აფეთქების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

“ოფისიდან გამოვედით, საჭესთან ჩემი მძღოლი იჯდა, ამოვუხვიეთ კოლმეურნეობის მოედანთან და ამ დროს მოხდა. თავიდან ვერც მივხდი რა მოხდა, ვიფიქრე, რომ წინიდან გვესროლეს რაღაც, მე და ჩემ მძღოლს ფიზიკურად ბევრი დაზიანება არ გვაქვს, უბრალოდ ცუდად გვესმის, სამი ადამიანი გადაიყვანეს დაშავებული, ძალიან ვწუხვარ მათ გამო, ბედნიერი ვიქნებოდი მათ არაფერი არ მოსვლოდათ.

მანქანას რაც შეეხება, უკანა ნაწილი პრაქტიკულად მოგლეჯილია, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩადებული იყო სწორედ უკანა ნაწილში ეს ასაფეთქებელი და როგორც ჩანს, უკან მოგვყვებოდა ის, ვინც დააჭირა დისტანციურს.
არ მინდა ჯერ ვთქვა რაც იყო, ამაზე მერე ვისაუბრებ, ეს არ იყო პირდაპირი მუქარის ზარები, იყო უფრო ბინძური რაღაცეები. ჩემი მანქანა გაზზე არ არის და ეს ნამდვილად აფეთქებაა და დარწმუნებული ვარ, დისტანციური მართვის პულტით განხორციელებული.

პირობს ვაძლევ საზოგადოებას, რომ არათუ არ შევფერხდები, ისეთივე შემართებით გავაგრძელებ ჩემ საქმიანობას ჩემ მეგობრებთან ერთად და 8 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას ნამდვილად დავამთავრებ. მეც რომ არ ვყოფილიყავი ცოცხალი, ეს მაინც ასე დამთავრდება”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

14569866_1125713554131989_2118458128_n 14585338_1125713567465321_796611236_n

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს
შემდეგი სტატიაექიმები ინგოროყვას კლინიკაში მიყვანილი დაშავებულის გადარჩენას ცდილობენ