დეპუტატი გივი თარგამაძე ე.წ. კანონიერი ქურდის თემაზე დაკითხეს

40602561df„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ორთაჭალაში, კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, იგივე „სვანის“ თემაზე დაკითხეს.

დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ დეპუტატმა განაცხადა, „კანონიერი ქურდის“ დავით გერლიანის თბილისში ჩამოსვლის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდა.

თარგამაძე მზადაა, აღნიშნულ თემაზე უსაფრთხოების სამსახურთან, პროკურატურასთან და ყველა დაინტერესებულ უწყებასთან ითანამშრომლოს.

„ნაცნოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენლების და ე.წ. ავტორიტეტების საქართველოში ჩამოსვლით შსს და თავად მინისტრია დაინტერესებული, რადგან მთავრობა მათ წინასაარჩევნოდ, ხმების მისაღებად იყენებს.

გივი თარგამაძემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოდესიდან დავით გერლიანის საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიფოთის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატიააშშ-ს სპეცსამსახურებმა ორლანდოს გეი-კლუბიდან ტერორისტის პირადი საუბრები გამოაქვეყნეს