დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება დეპუტატი მის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, სადაც დავით ჭიჭინაძემ თქვა, რომ გუშინ გვიან ღამით, დეპუტატ ეკა ბესელიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

უწყების ცნობით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის – პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო.

„საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157 პრიმა მუხლის – პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაბარებულია გამოკითხვაზე,“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მიქაუტაძე – მიხეილ ჩინჩალაძესთან ისეთივე კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორიც ჩემს ბევრ კოლეგასთან
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელძღვანელად რეზო ქობალია დაინიშნა