დეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქციები დაურიგდათ

დეპუტატებს ხმის მიცემის პროცედურების ინსტრუქციები დაურიგდათ. ინფორმაციას და ფოტომასალას” “ფეისბუქში” სერგო რატიანი ავრცელებს:

“დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან:) ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს…
პარალელურად უნარების გამოცდაც გააუქმეს.” წერს რატიანი

დეპუტატებისთვის ინსტრუქციების დარიგება გუშინ, სხდომათა დარბაზში ჩატარებულ კენჭისყრას მოჰყვა. უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვა და “ქართულ ოცნებაში” ამის მიზეზად ტექნიკური შეცდომა დაასახელეს. დეპუტატებმა თქვეს, რომ ღილაკები აერიათ.

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის განცხადებები საკმარისი მიზეზია, რათა მისი იმპიჩმენტის ან სამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილება მივიღოთ – სამადაშვილი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა