დეპუტატების კითხვებს გიორგი გახარია პლენარულ სხდომაზე უპასუხებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს გიორგი გახარიასთან კითხვების დასმისა და პასუხების მიღების საშუალება, ამისთვის, ერთადერთი ფორმატი პარლამენტის პლენარული სხდომაა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისა და მისი მოსმენის სურვილი რამდენიმე კომიტეტს ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ფორმატი, რომელიც დეპუტატების ინტერესებს საუკეთესოდ უპასუხებს, პლენარული სხდომაა.

„იყო რამდენიმე კომიტეტისგან იმის ინტერესი, რომ მომხდარიყო მოსმენა და შეხვედრა გიორგი გახარიასთან და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს გიორგი გახარიასთან კითხვების დასმის საშუალება. ამისათვის ერთადერთი ფორმატი არის პარლამენტის პლენარული სხდომა. ვფიქრობ, ეს ფორმატი საუკეთესოდ პასუხობს დეპუტატების, კოლეგების ინტერესებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში ხვალ მივა.

banner
წინა სტატიაში(Video)„როდესაც პოლიცია უკანონო ქმედებას ჩაიდენს მას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო – ესეც სტანდარტია, ოღონდ ჩრდილო კორეის და რუსეთის” – კირკიტაძე
შემდეგი სტატიადიმიტრი გაბუნია არ აკონკრეტებს, წარადგენს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად თამარ ჟვანიას