დეპუტატები პარლამენტში სხდომის დასაწყებად მორიგ რეგისტრაციას 15:00 საათზე გაივლიან

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის რეგისტრაცია 15:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია შეგნებულად არ გადის რეგისტრაციას, რის გამოც კვორუმი რამდენჯერმე ვერ შედგა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, სხდომაზე 15:00 საათისთვის გამოცხადდნენ.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს კვორუმის გამო ვერ იწყება. სხდომის გახსნისთვის საჭიროა 76 კანონმდებლის რეგისტრაცია.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილი – დეზინფორმაციაა, რომ „ქართულ ოცნებას“ უკრაინის წინააღმდეგ კამპანია ჰქონდა წარმოებული, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელების გვერდით დგას
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ფსიქიკურ ტერორზეა გადასული, ჩნდება კითხვა, ევროკავშირისთვის რა ფასეულობებია მისაღები?