“დეპუტატები არიან თუ კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლეები” – ჭიჭინაძე მმართველ გუნდს აკრიტიკებს

„ვერ გავიგე დეპუტატები არიან თუ კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლეები,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა, დავით ჭიჭინაძემ დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივაზე საუბრისას გააკეთა. ჭიჭინაძის თქმით, ის რომ ინიციატივა არაკონსტიტუციურია, ეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და არა პოლიტიკოსებმა.

ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ ინიციატივას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღებას კი წინ უძღოდა მწვავე დებატები.

„იმაზე აპელირება, რომ არაკონსტიტუციურია, ეს იმდენად აბსურდულია, რომ ვერ გავიგე დეპუტატები არიან თუ კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლეები. კანონის კონსტიტუციურობაც და არაკონსტიტუციურობაც განსაზღვრავს ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო. ის, როგორც მათ ესმით წაკითხული, მე ვხედავ, რომ ზოგადად მათ საერთოდ საარჩევნო დაპირებებით წაკითხული არ ესმით. იმიტომ, რომ მოსახლეობას რასაც პირდებიან, იმას არ უსრულებენ. ძალადობრივია ეს ქმედება, მე ვფიქრობ, საზოგადოებრივი აზრზე და აქედან გამომდინარე, საზოგადოებას გააჩნია ბერკეტი შესაბამისი პასუხი გასცეს. თუ ეს გადაიზრდება საკმაოდ მძლავრ ძალადობაში, მაშინ უკურეაქციაც იქნება,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეს 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა