დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის სამსახურეობრივი ავტომობილი სამარშრუტო ტაქსის შეეჯახა

ქუთაისის პარლამენტიდან თბილისში დაბრუნების დროს დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის სამსახურეობრივი ავტომობილი სამარშუტო ტაქსის შეეჯახა.

შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. სამარშუტო ტაქსის მძღოლი ამტკიცებს, რომ დეპუტატის მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადააგდო. საპირისპიროს აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი, რომელიც შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მანქანაში იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მიკროავტობუსის მძღოლი დააჯარიმეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: მას შემდეგ, რაც ბიძინეს უწიგნური უწოდა, შენგელაია აღარაა კულტურის გამოჩენილი მოღვაწე?
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა გლდანში – 50 წლის ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა