დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძეს საზეიმო განწყობა გაუქარწყლდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

„ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ცუდად ზრდილი“ … „შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ, სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე 11 ათასი მოსწავლის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრას.
„თუ დაგვავიწყდა ყველაფერი, მაშინ მოდით და გავიხსენოთ, რომ ისტორიულად სწორედ ასეთი რეაქცია გვქონდა და უნდა გვქონდეს იმ დამთრგუუნველ და საგანგაშო ამბავზე, როცა „უეცრად“ აღმოჩნდა, რომ საქართველოში 11 ათასი „ჩაჭრილი“ და სათანადოდ გაუნათლებელი ბავშვი გვყოლია. სირცხვილი ყველა იმ სკოლას, სადაც თუნდაც ერთი ასეთი ფაქტი გამოვლინდა! დღევანდელ საზეიმო განწყობას ეს ცუდი ამბავი მიქარწყლებდა!“ – დაწერა დეპუტატმა სოციალურ ქსელში, თუმცა არ მიუნიშნებია, რომ მოსწავლეების ჩაჭრა შესაძლოა ტექნიკური საბაბით მოხდა. ამასთან, ზვიად კვაჭანტირაძეს, კოლეგების მსგავსად, არც ის მოსვლია აზრად, რომ არ შეიძლება, 11 ათასი ბაშვი სახელმწიფომ ქუჩისთვის გაწიროს და სკოლის დამთავრების საშუალება არ მისცეს. ბატონებო, ეგებ, კანონს გადახედოთ და მოსწავლეებს მისცეთ უფლება, რომ გამოცდა ერთი წლის კი არა, ერთი კვირის, ან ერთი თვის მერე გადააბარონ!

banner
წინა სტატიაშიზბიგნევ ბჟეზინსკი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკიევში ქართული კულტურის VIII ფსტივალი გაიმართება