დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა

დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა. შს სამინისტროს ინფორმაციით. მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრობა“ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციულ მეთოდებს ირჩევს – ქართული ოცნება
შემდეგი სტატიასაქართველოს მსროლელთა გაერთიანების წარმომადგენლები იარაღის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ