დეპოლარიზაციის შესახებ პრემიერის განცხადება სადღეგრძელოა, რომელიც ასე დარჩება, ვიდრე კონკრეტულად არ გავიგებთ, ვინ, რას გულისხმობს ამ სიტყვაში – ხვიჩია

პრემიერ-მინისტრის განცხადება სადღეგრძელოა დეპოლარიზაციის შესახებ. ეს ასე დარჩება, ვიდრე კონკრეტულად არ გავიგებთ, ვინ, რას გულისხმობს ამ სიტყვაში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დეპოლარიზაციისთვის საჭიროა საქმიანად მოქმედება.

„მაგალითად, დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ არ ჩავთვლი იმას, თუ საქართველოს მთავრობა ეცდება, რომ პოლარიზაციის მთავარი წყარო აღმოფხვრას. ასეთი წყაროა 5-პროცენტიანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების არდაშვება. თუ მართლა გვინდა, პოლარიზაცია შევამციროთ, ამისთვის საჭიროა ის გარემოებები აღმოვფხვრათ, რაც მხოლოდ ხელს უწყობს პოლარიზაციას. სიტყვით რასაც ლაპარაკობენ, არ მჯერა, რომ „ნაცები“ და „ქოცები“ ერთმანეთის ლანძღვას მოუკლებენ. საქმე იქნება ის, თუ მთავარი წყარო, შუღლით და ბოღმით მართვა აღმოიფხვრება. თუ მართლა გვინდა დეპოლარიზაცია, მაშინ საქმიანად უნდა ვიმოქმედოთ. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და მისი მეტად გაკეთილშობილება უნდა მოხდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – წარსული გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ დღესაც და ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სურვილი უნდა იყოს თანმხვედრი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ჩავიბარეთ უდიდესი გამოწვევით აღსავსე სისტემა; 10 წლის განმავლობაში სასამართლო გარდავქმენით, ნოტარიუსის ოფისიდან, რეალურ სასამართლო დამოუკიდებელ გამჭვირვალე სისტემად