დეპოლარიზაციის მთავარი თემა უნდა იყოს აგებული შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე – გოცირიძე

„დეპოლარიზაციის მთავარი თემა უნდა იყოს აგებული შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ევროპული პერსპექტივისთვის შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტების შესრულება მნიშვნელოვანია.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება არაფერ შუაში არ არის, იქ მოცემული ძალიან ბევრი რამ, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას, პროკურორს, სასამართლო რეფორმას და უამრავ სხვა საკითხებს, თურმე ეს არაფერ შუაში არ არის.

ყველა აღნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მთავარი თემა უნდა იყოს აგებული შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე. ნუ აკეთებთ ამ დოკუმენტის იგნორირებას, რომ იძახით გავედით ამ შეთანხმებისგან, ნურას უკაცრავად დავბრუნდით ამ შეთანხმებაში“, – აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშირუსების მიერ დატყვევებულ ბელარუს სამხედროებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს – გალერი