დეპარტამენტის ანგარიშში მთავარი გზავნილი არის, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს მთავარ პრობლემად მაინც გაუმართავი მართლმსაჯულების სისტემა რჩება – ჰერმან საბო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მნიშვნელოვანია, რომ მოხვდა სახალხო დამცველის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მთავარი გზავნილი და დედააზრი არის ის, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს მთავარ პრობლემად მაინც გაუმართავი მართლმსაჯულების სისტემა რჩება.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მთავარი გზავნილი და დედააზრი არის იმაში, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, რაც შეიძლება ბოლო ათი წლის განმავლობაში ყოფილიყო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს მთავარ პრობლემად მაინც გაუმართავი მართლმსაჯულების სისტემა რჩება, რომლის უკვე შედეგებია ის პრობლემები, რაც ანგარიშშია ჩამოთვლილი.

გასაგებია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ყველა თავის ინტერპრეტაციას მისცემს, მაგრამ ყურადსაღებია ის, რომ ანგარიშში სახალხო დამცველის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები მოხვდა. შეიძლება, სახელმწიფო დეპარტამენტი ამას არ იღებდეს წმინდა წყლის სიმართლედ და ბოლომდე არც ერთ მხარეს არ ენდობოდეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს შეფასებები იქ მოხვდა, ამას ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს ასე მარტივად ჩასაფარცხი საკითხი არ იქნება“, – განაცხადა საბომ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

წინა სტატიაშიგაუგებრობები მოგვარდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტისთვის მზად არის – რუსლან სტეფანჩუკი
შემდეგი სტატიაუკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წასვლაზე შალვა პაპუაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართება