დეოლიგარქიზაციის პუნქტი სამივე ქვეყანასთან მიმართებაში ჩაიწერა, საქართველოს გარდა, არავის მოფიქრებია, პერსონიფიცირება მოეხდინა და კამპანია ერთადერთ ადამიანზე მიემართა – მდინარაძე

დეოლიგარქიზაციის პუნქტი სამივე ქვეყანასთან მიმართებაში ჩაიწერა. საქართველოს გარდა, არავის მოფიქრებია, რომ პერსონიფიცირება მოეხდინა და კამპანია ერთადერთ ადამიანზე მიემართა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილზე შეიძლება ითქვა, რომ მატერიალური რესურსი გააჩნია, პოლიტიკაში ან მედიაში ჩარევასთან დაკავშირებით „ბუნებაში, არანაირი, ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს“.

„როგორც საქართველოში, ასევე უკრაინასა და მოლდოვაში იგულისხმებიან ადამიანები, რომლებსაც მატერიალური რესურსი აქვთ და პოლიტიკაში ან მედიაში ერევიან, სწორედ ამგვარად წარმოადგენენ ოლიგარქებს. თუ ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ ერთ პუნქტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას მატერიალური რესურსი გააჩნია, სხვა პუნქტებთან დაკავშირებით ბუნებაში არანაირი, ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, შესაბამისად ის ამ კუთხით ვერ დაიდენტიფიცირდება. დამისახლეთ ერთი მტკიცებულება, რომ მედიაზე და პოლიტიკაზე რაიმე გავლენა აქვს ამ ადამიანს მას შემდეგ, რაც წავიდა პოლიტიკიდან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში„ლელო“ მონაწილეობას მიიღებს 12 პუნქტთან დაკავშირებულ ყველა კანონპროექტზე, ოღონდ ინსტიტუციონალურ ფორმატში, ანუ კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე – ჯაფარიძე
შემდეგი სტატიადამშვიდდით, თქვენი შფოთვა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, უსაფუძვლოა – მდინარაძე ჟურნალისტებს