დეოლიგარქიზაციის გარეშე ევროკავშირის დასახული ვერცერთი ამოცანა ვერ გადაწყდება – პატარაია

,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ეხმიანება:

“იმ მრავალრიცხოვან ამოცანებს შორის, რომლებიც დაუსახა ევროკავშირმა საქართველოს, არის ერთი ამოცანა, რომლის გარეშეც სხვა ვერცერთი ვერ გადაწყდება. ეს გახლავთ დეოლიგარქიზაცია” – თქვა აფხაზთა კრების თავმჯდომარემ, მალხაზ პატარაიამ პარლამენტთან დეოლიგარქიზაციის კამპანიის წარდგენისას.

“სწორედ ოლიგარქიული სისტემა განაპირობებს იმას, რომ სხვა ყველა დარგში გვაქვს ასეთი მძიმე მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, უმთავრესი პრობლემა დღეს, მათ შორის დეოკუპაციის საკითხისთვის და აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარებისათვის, არის რაც შეიძლება სწრაფად ამ ხელისუფლების ხელისუფლებიდან ჩამოცილება, რაც ერთი სიტყვით გამოიხატება ევროკავშირის რეზოლუციაში – დეოლიგარქიზაცია.

ჩვენ ვერთვებით ამ კამპანიაში. ევროკავშირმა გვითხრა, რომ ეს თქვენი გასაკეთებელი საქმეა, მე ვიცი რომ ქართველი ხალხი არის დასავლურად ორიენტირებული და ეს მან დიდი ხნის წინ გამოხატა დამოუკიდებლობის რეფერენდუმში, აქედან გამომდინარე ქართველი ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რომ ეს ხელისუფლება მოიშოროს”. – თქვა პატარაიამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი გვართმევს ქართველობას, ევროპულ იდენტობას – ჩერგოლეიშვილი
შემდეგი სტატიაპესკოვმა უარყო ინფორმაცია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი თქვა ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოებაზე