დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი საკითხია, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილი განხილულია, როგორც არაფორმალური მმართველი, რომელიც აფერხებს, საქართველო გახდეს ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი – სამნიძე

დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი განხილულია, როგორც ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელიც აფერხებს, რომ საქართველო გახდეს ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი, – ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბარში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება შესაძლებელია თუკი, ის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, რაზეც ევროპელი პარტნიორები საუბრობენ.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ გაიაზრებს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციასთან დიალოგი, ევროპა საქართველოს ვერ დაინახავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეკითხვები აქვს, სურათი არის გასაგები: ჩვენმა ევროპულმა პარტნიორებმა მკაფიოდ ჩამოწერეს ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მტკიცედ დადგეს ევროპულ გზაზე და ღია კარი, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა პარტნიორებმა, იყოს ღია, შევაბიჯოთ და გავხდეთ სრულფასოვანი წევრები ევროპული ოჯახის. პირველი, რაც ამაში წერია, ეს არის 19 აპრილის შეთანხმება, რომელზედაც არ შეუჩერებია ოპოზიციას საუბარი არც ერთ ეტაპზე, რომელიც ნიშნავს, რომ საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებასთან ერთად, უნდა შესრულდეს და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტული რეფორმების შესასრულებლად. ამ მოთხოვნებში გაჟღერებულია პოლარიზაციის პრობლემა, ამის გარეშე, თუ ხელისუფლება ვერ გაიაზრებს, რომ საჭიროა ოპონენტებთან, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან, თანამდებობის პირებთან, პოლიტიკოსებთან დიალოგის რეჟიმში თანამშრომლობა, ამ საკითხზე მაინც, ჩვენ ევროპა ვერ დაგვინახავს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს. მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, უმცირესობების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

არც ერთ ჩვენს პარტნიორებს არ გამოჰპარვიათ 5-6 ივლისის უსაშინლესი მოვლენები. ვიდრე ხელისუფლება არ გაიაზრებს, რომ საკუთარი დაორგანიზებული, მარგინალური ჯგუფების გამოყენებით ამ ქვეყანაში უნდა შეწყვიტოს უმცირესობების და განსხვავებული აზრის დევნა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ვერ ხედავენ ჩვენს მომავალს ევროკავშირში. დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი განხილულია, როგორც ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელიც აფერხებს, რომ საქართველო გახდეს ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი. კარი ღია არის და მტკიცე ნაბიჯებით უნდა გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა. პერსპექტივა არსებობს, გვაქვს დრო, კონკრეტული გეგმა, რომლის შესრულებაც უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნებას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გასაღები იყო და არის ხელისუფლების ხელში, რომელმაც არაფერი გააკეთა დემოკრატიის გაძლიერებისთვის და პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად – დავითაია
შემდეგი სტატიაეს გზავნილები არ არის მხოლოდ „ოცნებისთვის, რომ მან რაღაცები გააკეთოს – ზურაბ ჯაფარიძე ევროკომისიის რეკომენდაციაზე