“დეოკუპაციის საკითხი არის „წითელი ხაზი“, რომლის გადახედვას არ ვაპირებთ” – კობახიძის პასუხი ლავროვს

“ქართული ოცნების“ ოფიციალური პასუხი კრემლს – ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “დეოკუპაციის საკითხი არის “წითელი ხაზი“, რომლის გადახედვასაც არ აპირებენ“.

კობახიძის მტკიცებით, “ეს საკითხი არავითარ კომპრომისს არ ექვემდებარება.“

„ჩვენთვის მთავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია და ჩვენი „წითელი ხაზები“, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციის საკითხთან, ეს არის ჩვენთვის „წითელი ხაზი“. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არავითარ კომპრომისს არ ექვემდებარება, ეს არის მკაფიოდ, რაც შემიძლია გითხრათ. დეოკუპაციის საკითხი არის „წითელი ხაზი“, რომლის გადახედვას არ ვაპირებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოფიციალური მოსკოვი ამჟამად ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის.

სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ თბილისი კვლავ იმ „არარეალურ მოთხოვნაზე“ დგას, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე უარის თქმით უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშისუს–მა ეკა გიგაურს ჰკითხა აიღო, თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის კომენტარის მიცემაში?!
შემდეგი სტატიაუნგრელი ჟურნსლიტის ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ წყლის ჭავლის მაქანა ყვითელი ფერის სითხეს ასხამდა – საქართველო, 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში აქციების დარბევა