დენისოვა – რუსების მიერ უკრაინელი ქალების გაუპატიურების ფაქტები მასობრივ ხასიათს ატარებდა

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა საკითხებში რწმუნებულის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, არსებობს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე გაუპატიურების ფაქტები მასობრივ ხასიათს ატარებდა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ქალები, ვისზეც მტრის ჯარისკაცებმა, დახმარების მიღების შემდეგ, საზღვარგარეთ მიემგზავრებიან და ფეხმძიმობის შესახებ და იღებენ თავშესაფარს, როგორც დევნილები.

„გიყვებოდით 14-დან 24 წლამდე 25 გოგონაზე, რომლებიც ბუჩაში სარდაფებში ჰყავდათ გამომწყვდეული. ცხრა მათგანი ფეხმძიმედ არის. ძალიან ძნელია ქალისთვის იმაზე ფიქრი, რომ ბავშვს გააჩენს იმ აგრესორისგან, ვინც მას ასე მოექცა“, – განაცხადა დენისოვამ.

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, გაუპატიურებულ ქალთა უმეტესობას ამის შესახებ საუბარი არ სურს, ამიტომ მხოლოდ ამ შემთხვევების ნაწილია ცნობილი.

მისივე თქმით, გაუპატიურებულთა ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის, მაგრამ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს დანაშაულებები მასობრივად ხდებოდა.

მანვე აღნიშნა, რომ ფაქტების შესახებ ინფორმაციას იღებენ ნაწილობრივ დაზარალებულებისგან, ნაწილობრივ კი ფსიქოლოგებისგან, ვისაც ამ ქალებმა მიმართეს.

„გასული დღის განმავლობაში ფსიქოლოგებთან ცენტრში 53-მა ქალმა დარეკა დახმარების მისაღებად“ , – განაცხადა დენისოვამ.

banner
წინა სტატიაშიუმაღლესმა რადამ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, გენოციდად აღიარა
შემდეგი სტატიაკლიჩკო – კიევი ნელ-ნელა ცხოვრებას უბრუნდება – გზებზე საცობები იზრდება, ქუჩებში მეტი ხალხია