დენის შმიგალი: უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ მსოფლიო ბანკის მეშვეობით ამერიკისგან 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, რომლის უკან დაბრუნებაც, დაფარვაც, არ მოუწევს.

“ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები, სოციალური შეღავათები”, – თქვა შმიგალმა.

მისი განცხადებით, ეს არის შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანში 2024 წელს, მთლიანობაში კი უკრაინა წელს მიიღებს 7,8 მილიარდ აშშ დოლარს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ ოცნების მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად