დენის შმიგალი პოლონეთში კონფერენციაზე – ჩვენ გვჭირდება 4 რამ: იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა

ძვირფასო კოლეგებო, უკრაინაში ომია. უკრაინის ჯარი იბრძვის ახლა ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის და გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება 4 რამ: იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ვარშავაში გამართულ დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პირდაპირი დანაკარგი 600 მილიონ დოლარს ითვლის და ქვეყანაში ბიზნესის მესამედი გაჩერებულია.

უკრაინის პრემიერმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, წვლილი შეიტანონ უკრაინის აღდგენაში, რომლის მიზანი, არა მხოლოდ ოკუპანტის მიერ განადგურებულის აღდგენა, არამედ თანამედროვე ევროპული ქვეყნის აშენებაა.

„ძვირფასო კოლეგებო, უკრაინაში ომია. ჩვენი ადამიანური დანაკარგები, ასევე ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ზარალი უკიდურესად მაღალია. პირდაპირი დანაკარგი 600 000 000 დოლარს ითვლის. 5 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა მიეტოვებინა მათი სახლები და წასულიყო საზღვარგარეთ. 12 მილიონზე მეტი უკრაინელი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგუილებულია პირია. უკრაინული ბიზნესის მესამედი ახლა გაჩერებულია. ჩვენ ახლა ევროკავშირში, პოლონეთში ვიმყოფებით. ნება მომეცით გითხრათ რომ უკრაინის ჯარი იბრძვის ახლა ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის და გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება 4 რამ: იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა. იარაღი უკრაინისა და ევროპის დასაცავად აგრესორისგან. სანქციები- აგრესორისთვის ომის დაფინანსების ხელის შესაშლელად. დაფინანსება- ჩვენი ხალხისა და ჩვენი ეკონომიკის მხარდაჭერად. და ევროინტეგრაცია – რადგან ეს უკრაინელების გადაწყვეტილებაა.

უკრაინა პარტნიორებთან ერთად მთელი მსოფლიოდან აღდგენის გეგმას და უკრაინის აღდგენის ფონდს „Ukraine 24“-ს ამზადებს. ჩვენ ვაპირებთ არა მხოლოდ იმის აღდგენას, რაც დაზიანებული და განადგურებული იყო აგრესორის მიერ, ჩვენ გვსურს ახალი ევროპული ქვეყნის მშენებლობა დაწყებული მწვანე ტექნოლოგიებით, ევროპული სტანდარტებით გაგრძელებული; თვითკმარი ენერგოსექტორით დაწყებული, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებით გაგრძელებული; თავისუფალი ევროპული ბაზრით დაწყებული, თანამედროვე ურბანული სივრცეების შექმნით გაგრძელებული და ჩვენ ვგეგმავთ ამ ყველაფრის ახლა გაკეთებას და ახლა ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვჭირდება აღიარების მოპოვება ევროპულ ოჯახში ახლა. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მიზნები ამბიციურია, მაგრამ გვჯერა, რომ მთელი მსოფლიო დაგვეხმარება დაფინანსების, კანონმდებლობის, კრეატიულობის, ხელოვნების მიმართულებით – ყველა თქვენგანს შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ახალი უკრაინის, ოცნების ქვეყნის მშენებლობაში და ეს არ არის ალეგორია“,- განაცხადა დენის შმიგალმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ უკვე ვამზადებთ დიდ და მასშტაბურ გეგმებს აღდგენითი სამუშაოებისთვის უკრაინაში – ზელენსკი
შემდეგი სტატიაესპანეთში პრორუსი უკრაინელი ბლოგერი, ანატოლი შარი დააკავეს