დენის შმიგალი: ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა დათანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოთხწლიანი პროგრამის მხარდაჭერას

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა დათანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოთხწლიანი პროგრამის მხარდაჭერას.

„ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი დაამტკიცებს ახალ ოთხწლიან პროგრამას, რომელიც მოიცავს 50 მილიარდ ევროს ჩვენს მხარდასაჭერად. წინასწარ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერაა“, – აცხადებს დენის შმიგალი.

როგორც უკრაინული მედია წერს, შმიგალს მოლოდინი აქვს, რომ ევროკავშირი შეძლებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევას დაახლოებით იმავე დონეზე, როგორც 2023 წელს შეძლო.

გარდა ამისა, შმიგალმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს უკრაინას 11,8 მილიარდი აშშ დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყოს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ველით აშშ-ის კონგრესის პოზიტიურ გადაწყვეტილებას“, – ხაზგასმით აღნიშნა შმიგალმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას დამატებითი მხარდაჭერა- ოლაფ შოლცი ჯო ბაიდენს შეხვდება
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო – სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება