დენის შმიგალი აშშ-სთან მინარალების შესახებ შეთანხმების 6 საკვანძო პუნქტს აქვეყნებს

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი აშშ-სთან მინერალების შესახებ შეთანხმების 6 საკვანძო პუნქტს აქვეყნებს.

ეს პუნქტებია:

    1. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა და აშშ ქმნიან რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს, რომელიც ერთობლივი საკუთრება იქნება და ორივე ქვეყანის მთავრობა ერთობლივად მართავს;
    2. უკრაინის წიაღისეული და რესურსები უკრაინულად რჩება, ისინი არ გადადის შეერთებული შტატების ან ვინმეს საკუთრებაში;
    3. უკრაინა თავისი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;
    4. აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტების და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
    5. ფონდის მიერ შეგროვებული თანხები განხორციელდება ექსკლუზიურად უკრაინის რეკონსტრუქციის პროექტებში. ფაქტობრივად, საუბარია უკრაინელების მომავალი თაობის ფონდზე;
    6. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი – შეთანხმებაში გათვალსწინებულია უკრაინის ვალდებულებები ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში. ანუ არ იქნება წინააღმდეგობები და შეუთავსებლობები ჩვენს ევროინტეგრაციულ ვალდებულებებთან.

გუშინ, 25 თებერვალს Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ზელენსკი აშშ-ში 28 თებერვალს ჩავა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მზადება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის, რომელიც 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება
შემდეგი სტატიამარტვილში ამფითეატრი ჩამოინგრა-ფოტოკადრი