დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება

უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ლუგანოში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დენის შმიგალმა კონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინის ინფრასტრუქტურას 100 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი ზიანი მიადგა.

ლუგანოში მიმდინარე ორდღიან კონფერენციაში 40-ზე მეტი სახელმწიფო და 20-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს.

კონფერენციაზე იგეგმება ომის შემდეგომ უკრაინის აღდგენისთვის ე.წ. საგზაო რუკის შემუშავება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენ ყველა: უკრაინა, ევროპა და დემოკრატიული სამყარო – ზელენსკი
შემდეგი სტატიაქვეყანა წინ მიჰყავს არა სამოქმედო გეგმებს, არამედ მოქმედებას, „ქართულ ოცნებას“ ნულოვანი ნდობა აქვს – ნაცვლიშვილი