პოლკ “აზოვის” მეთაური დენის პროკოპენკო, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ პირველად, “აზოვის” მებრძოლებს შეხვდა.
დენის პროკოპენკო იმ მებრძოლებს შორის იყო, რომლებიც “აზოვსტალში” იყვნენ გამაგრებულები და მარიუპოლს იცავდნენ. ისინი დაემორჩილნენ ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ნებას და ტყვედ ჩაბარდნენ – სულ 108 ადამიანი. ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სპეცბანაკში გადაიყვანეს, ხოლო “აზოვისა” და მარიუპოლის მცველი საპატრულო პოლიციის წევრები, ასევე მესაზღვრეებისა და ჯარისკაცების სამეთაურო ნაწილი, “მესამე ქვეყანაში გაყვანის შეთანხმების” მიხედვით, თურქეთში მოხვდნენ, სადაც რეაბილიტაციის კურსებიც გაიარეს, ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ და სახელმწიფო ჯილდოებიც მიიღეს.
დენის პროკოპენკო და სხვა მეთაურები უკრაინაში გასულ კვირას დაბრუნდნენ. არ არის გამორიცხული, ისინი ისევ დაუბრუნდნენ ბრძოლის ველს და კონტრშეტევაში მიიღონ მონაწილეობა.