15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ და საქართველოს დასატოვებლად ერთი კვირა მისცეს

„უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ – მას საქართველოს დასატოვებლად ერთი კვირა მისცეს.

მათი ცნობითვე, კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცეს.

„დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.

დენის კულანინს განესაზღვრა 7 დღე საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად.

,,უფლებები საქართველო” აგრძელებს დენის კულანინის ინტერესების დაცვას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში მის გამგზავრებამდე”,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე: „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია და ამ კრიზისის დინების შეცვლა უნდათ
შემდეგი სტატიაადვოკატი: არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი