14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

დენის კულანინს, რომელიც ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა, საქართველოდან გააძევებენ

შარშანდელ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ აქტივისტ დენის კულანინს, რომელიც ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა, საქართველოდან გააძევებენ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა, სადაც მის საექსტრადიციო პატიმრობის საკითხზე იმსჯელეს

კულანინის ადვოკატებმა სასამართლოს მისი წარმოშობის ქვეყნის, რუსეთის ნაცვლად, მესამე ქვეყანაში გაძევების შუამდგომლობით მიმართეს, შსს-მ კი გაძევებამდე მისი პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. მოსამართლემ ორივე მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მას მესამე ქვეყანაში გააძევებენ და ქვეყნის დატოვებამდე პატიმრობაში დარჩება.

კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. კულანინს 2 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ყაველაშვილმა შეიწყალა.

banner
წინა სტატიაშიმე-2 დღეა, ბათუმის ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ
შემდეგი სტატიადაურ ბუავას საქმის ადვოკატი: მას წარსულში თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა დროსაც მას მოღალატე უწოდეს