16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

დენის კულანინის ახლობელი: მოვინახულე 10 წუთის წინ მიგრაციის დეპარტამენტში, სამწუხაროდ, მშრალ შიმშილობაზეა

დენის კულანინი მოვინახულე 10 წუთის წინ მიგრაციის დეპარტამენტში. სამწუხაროდ, მშრალ შიმშილობაზეა იმიტომ რომ არ იცის სად არის მისი საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც ჩამოართვეს როცა დააკავეს,-ამბობს მარინა მესხი, დენის კულანინის ახლობელი და სამოქალაქო აქტივისტი.

,,ვთხოვე, რომ შეწყვიტოს მშრალი შიმლილობა იმიტომ, რომ ბილეთები ავუღეთ. ეს არის 1 სექტემბრის ბილეთები და ვინაიდან უქმეებია და მისი ქეის-მენეჯერი იქნება მხოლოდ ორშაბათს, ორშაბათს ვეცდებით მისი პასპორტის მოძიებას
“,- ამბობს ფორმულასთან მარინა მესხი.

დენის კულანინი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ 226 პირს შორისაა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის მიგრაციის დეპარტამენტში მოათავსეს. კულანინი რუსეთის მოქალაქეა და იქ გაძევების შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება. ის მესამე ქვეყანაში დეპორტაციას ითხოვს. გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.

banner
წინა სტატიაში,, ქართული ოცნების” მხარდამჭერი ლიკა გამრეკელი ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიაქარელის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს