11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

დენის კულანინი: ბოდიშს ვუხდი ყველა უკრაინელს ჩემი სამშობლოს გამო, თუმცა ვიცი, ეს ვერაფერს შეცვლის

სინდისის პატიმარი, დენის კულანინი, რომელსაც შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ციხიდან წერილს ავრცელებს:

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ვინც იცის, რაზე ვსაუბრობ. საშინელი დანაკარგები, საშინელი ტკივილი, სიბრაზე და უპატიებლობა მათ მიმართ, ვინც დუმს, დუმდა და აგრძელებს დუმილს იმის შესახებ, რაც უკრაინაში ხდება.
მსურს, ბოდიში მოვუხადო ყველა უკრაინელს ჩემი სამშობლოს გამო თუმცა ვიცი, რომ ჩემი სიტყვები ვერავის დაეხმარება და ვერაფერს შეცვლის. გვაპატიეთ, რომ ჩვენმა ხალხმა დაუშვა ეს. მთელი გულით ვიყავი და ვიქნები თქვენთან, რაც არ უნდა მოხდეს. არასოდეს დავდგები მათ გვერდით, ვინც მხარი დაუჭირა თქვენს სამშობლოზე თავდასხმას.
რუსებს მინდა ვთხოვო, ნუ შეეშინდებათ საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის. მათ ვინც წინააღმდეგია, მაგრამ რუსეთში რჩება – მიიღეთ სერიოზული გადაწყვეტილება და დატოვეთ ქვეყანა, რომ მაინც არ გადაიხადოთ ამ სისასტიკისთვის. ხოლო ვინც უკვე წავიდა, ნუ შეგეშინდებათ თქვათ Слава Ураiнi! Свобода России! (დიდება უკრაინას! თავისუფლება რუსეთს!)“, – წერს კულანინი წერილში.
 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდაოდ იყო ცნობილი, ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკეთას ითვალისწინებდა.

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩიენე: საქართველოში სიტუაცია უარესდება, ამას ავსახავთ დოკუმენტში
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩემთვის გაუგებარია თავად ბოროტების მთავარ წყაროს რატომ არ დებენ სანქციებს