დენიგანმა ე.წ. რევოლუციურ სცენარს, რომელსაც სუსი იძიებს სასაცილო უწოდა

ე.წ. რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, რომელსაც სუსი იძიებს, დენიგანმა თქვა, რომ ეს სასაცილოა და დასძინა, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე შეერთებული შტატები.

„იმაზე, რომ არის რაღაც შეთქმულების ქვედა დინება, სადაც შეერთებული შტატების მთავრობა და მისი უწყება ცდილობს აქ მსგავსი რამის ჩადენას, იმდენად სასაცილოა, რომ ნამდვილად არ ვთვლი ეს იმსახურებდეს ამაზე ლაპარაკში ჩემი დროის დახარჯვას…

ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავრობაში, თუკი ის მთავრობა არჩეულია თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში“, – თქვა დენიგანმა.

banner
წინა სტატიაშირობინ დანიგანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე – ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი – ცოტათი არასასურველი ვითარებაა
შემდეგი სტატიადმანისში 18 წლის ბიჭი თანასოფლელმა მოკლა