“ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი” – განცხადება ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, “ატლანტიკური საბჭოს” უფროსმა მკლევარმა დენიელ ფრიდმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან გააკეთა.
ფრიდი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” არადემოკრატიულ სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნების გამო “ფსონს არასწორ ცხენზე დებს”.
საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს. ორბანი ევროპაში იზოლირებულია, ის რუსეთისა და ჩინეთის მეგობარია. დიქტატორებზე ფსონის დადება შეცდომაა. და ეს თავად უნგრეთსაც კარგად უნდა ახსოვდეს.
ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია, სადაც ორბანი პუტინსა და პეკინს ემეგობრება. ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი და ისინი არ მიიღებენ ამას. ამავე გზით აღარ წავლენ – განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა.