დენიელ ფრიდი : “ძალიან კარგია, როცა ვაშინგტონში ჩამოდის ლიდერი, რომელიც საუბრობს არა ექსტრემისტულად, არამედ ისე, როგორც დემოკრატიულ ოპოზიციას ეკადრება

“ძალიან კარგია, როცა ვაშინგტონში ჩამოდის ლიდერი, რომელიც საუბრობს არა ექსტრემისტულად, არამედ ისე, როგორც დემოკრატიულ ოპოზიციას ეკადრება” – ამის შესახებ ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ყოფილი მოადგილე, დენიელ ფრიდი საუბრობს.

აქამდე მას პირადად არ შევხვედრივარ. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ის დაპატიმრებული და დამწყვდეული იყო. შეხვედრის შემდეგ, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა არა ერთი პარტიის მიერ “ქართული ოცნების” ჩანაცვლებას, არამედ, მას უფრო ფართო პოლიტიკური მიდგომა აქვს. შეხვედრისას მან არც იწუწუნა და არც მმართველ პარტიას დაესხა თავს. მან ძალიან კონსტრუქციული და დემოკრატიული დღის წესრიგი გაგვაცნო. ძალიან კარგია, როცა ვაშინგტონში ჩამოდის ლიდერი, რომელიც საუბრობს არა ექსტრემისტულად, არამედ ისე, როგორც დემოკრატიულ ოპოზიციას ეკადრება. თუმცა დემოკრატიული პრობლემების მქონე ქვეყნიდან. ეს ძალიან კარგია, – ამბობს ფრიდი.

banner
წინა სტატიაშითიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიაზალკალიანი აშშ-ევროკავშირის განცხადებაზე