დენი ძვირდება – ენერგეტიკოსები მიზეზად გაძვირებული იმპორტირებულ პროდუქტსა და გაუფასურებულ ლარს ასახელებენ

მომავალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი ძვირდება. მომატებული ფასის განსაზღვრა სავარაუდოდ, დეკემბერში ჩანიშნულ სხდომაზე მოხდება.

ენერგეტიკოსების თქმით, დენის ტარიფის მატების მიზეზი გაძვირებული იმპორტირებული პროდუქტი და ლარის გაუფასურებაა.

ეკონომისტები მძიმე ეკონომკურ და სოციალურ პროგნოზებს აკათებენ და ამბობენ, რომ ისედაც გაღარიბებულ და კორონაპანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს კიდევ უფრო მძმე ტვირთვად დააწვება დენის გაძვირების გადასახადი.

მძიმეა ეკონომისტების პროგნოზიც. ისინი ამბობენ, რომ ისედაც გაღარიბებულ და პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას გაძვირებული დენი კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ელექტროენერგიის გაძვირებას, პროდუქტის გაძვირებაც მოჰყვება.

ელექტროენერგიის ფასის მატება ავტომატურად გამოიწვევს ფასების საერთო დონის ზრდას სხვადასხვა პროდუქციაზე, რაც დამატებით დაარტყამს ადამიანების ჯიბეებს და განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანების ჯიბეებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასი იყოს სტაბილური… როცა ლარი ასე არის გაუფასურებული და ენერგო კომპანიებს ჰქონდათ სულ სხვა კურსზე გათვლილი და დღეს არის კატასტროფულად გაუფასურებული, რთულია მოვთხოვოთ ამ კომპანიებს, რომ არ გაზარდონ ფასი – ამბობს გიორგი კეპულაძე

რაც შეეხება, სემეკს – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ არც ერთ კომპანიას სემეკისათვის ტარიფების მატების მიზნით ჯერ არ მიუმართავს.

banner
წინა სტატიაშიერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები