ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკში სამეგრელოდან კიდევ სამი ხის ტრანსპორტირება მოხდება. ეს არის დასავლური მარადმწვანე მუხა. თითოეული ხე დაახლოებით 110 ტონას იწონის. მუხა ბიძინა ივანიშვილს გურამ აბსანძემ საჩუქარად გადასცა. ტერიტორია, სადაც მარადმწვანე მუხები დგანან ეკუთვნის ჩაის ფაბრიკას, რომლის მფლობელი არის გურამ აბსანძე. როგორც „თაიმერს“ განუცხადეს, ხეები მდ. ჩხოუშიას ხიდს ვერ გაუძლებდნენ და ამიტომ შემოვლითი გზა გააკეთეს. გზა დახურულ ზონაში მოხვდა, რომელსაც სპეციალური დანიშნულებისთვის იყენებენ.
https://youtu.be/25XsZdXgbg4
https://youtu.be/dFp6LA_ktJo
https://youtu.be/4cOqgmQkJjg