“დემურ სტურუასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს სავარაუდო დამნაშავეს”

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

დემურ სტურუასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს კონკრეტულად სავარაუდო დამნაშავეს, ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს კონკრეტულად სავარაუდო დამნაშავეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელი ყველა ღონისძიება გატარდეს, რომ ეს პიროვნება იყოს დაკავებული. მე ველი ასეთი ნაბიჯების გადადგმას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში კიდე უფრო გამყარდება რწმენა, რომ ვიღაც ხელს უწყობს ამ დანაშაულის დაფარვასა და ჩაფარცხვას“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის თქმით, დემურ სტურუას საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ის ავლენს იმ ხარვეზებს, რომელიც საქართველოში რეალურად არის.

„იმედი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დადგინდეს მისი ადგილსამყოფელი. ეს იქნება ლაკმუსი იმის, თუ რამდენად ეფექტურია გამოძიება. ეს საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ის რეალურად ავლენს იმ სისტემის ხარვეზებს, რომელიც საქართველოში რეალურად არის. აქ საუბარია იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა ზოგადად იმ ფორმებით, როგორც ის საქართველოში არსებობს, არის მიუღებელი, მკაცრი და არაჰუმანური. ხელისუფლებამ ეს პოლიტიკა მთლიანად უნდა შეცვალოს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვატარებთ
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთის შემოვლით გზაზე მსხვერპლი მოყვა