დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმე არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რომლის უპასუხოდ დატოვება ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმე არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რომლის უპასუხოდ დატოვება და დამნაშავის არ ან ვერ დასჯა ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ეხება მასაც, ვისაც მომხდარზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება და ასევე მას, ვინც დანაშაულის გახსნაზე და საქმის ბოლომდე გამოძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.

“მე მაწუხებს ის, რომ ზოგადად, ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ არის ისეთი გარემო, ჯერ კიდევ ეს ასეა, რომ მსგავსი ფაქტები შესაძლებელია ხდებოდეს. საზოგადოებას მაინცა და მაინც არ გაჰკვირვებია, როდესაც მოისმინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლოა ჰქონდა ადგილი რაღაც არაფორმალურ ზეწოლას თუ ურთიერთობას მოქალაქესთან. ამის გამო არ გაჩენილა კითხვები, ეს როგორ შეიძლება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს ეს პრობლემა გადაუჭრელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე თვითმკველობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – მგონია, რომ ცოტათი უკეთესი შეიძლება ვიყო ლევან გოგიჩაიშვილზე
შემდეგი სტატია,, ჩემთან თუ მოვიწვევ სადმე, იქ მოვლენ თუ არა, სხვა თემაა, მაგრამ როცა საქმე პარლამენტის ბიუროს ეხება, ვცეთ ერთმანეთს პატივი”