დემურ სტურუას ოჯახის წევრების თქმით, გამომძიებელმა ექსპერტიზის პასუხების გამოსაქვეყნებლად ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა

სამტრედიაში სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმეზე ექსპერტიზის პასუხი კვლავ უცნობია. 22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დღესაც მივიდნენ. ოჯახის წევრების თქმით, გამომძიებელმა ექსპერტიზის პასუხების გამოსაქვეყნებლად ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა.
როგორც გარდაცვლილის ბიცოლა დარიკო ჯაში აცხადებს, ისინი პროტესტისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა თუკი გამოძიების შედეგი კვირის ბოლომდე არ იქნება ცნობილი, მაშინ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.
დემურ სტურუა გარდაცვლილი 8 აგვისტოს იპოვეს. საქმის გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიქეთი ციხელაშვილი გორის რაიონის სოფელ სობისში ჩავიდა, სადაც ადგილობრივის ქერის მოსავალს ოკუპანტები იღებენ
შემდეგი სტატიათურქული ტანკები სირიაში შევიდნენ