დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე დაკავებული დავით ნაცვლიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

სამტრედიაში სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე დაკავებული დავით ნაცვლიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა გიორგი დვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასამართლო პროცესზე ისინი ალტერნატივის სახით შუამდგომლობას მოითხოვენ, რომ ნაცვლიშვილს გირაო არ შეეფარდოს.

,,დავით ნაცვლიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის. დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ პტოცესზე საერთოდ არ არსებობს არც ფორმალური და არც საპროცესო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხები, მაგრამ სასამართლო პროცესზე ალტერნატივის სახით აუცილებლად მოვითხოვთ შუამდგლომლობას სასამართლოს წინაშე, რათა არ შეეფარდოს გირაო დავით ნაცვლიშვილს, იქიდან გამომდინარე, რომ ის ნასამართლევი არასოდეს ყოფილა“,-განაცხადა ნაცვლიშვილის ადვოკატმა გიორგი დვალიშვილმა.

სამართალდამცავებმა მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დავით ნაცვლიშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დავით ნაცლიშვილი გარდაცვლილ დემურ სტურუას დედას ფიზიკურად გაუსწორდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: „ნაცმოძრაობას“ გურიაში 3%-იანი მხარდაჭერა აქვს