დემონტაჟის მერე შიგნით რამე დარჩება? – მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში შესვლას ითხოვენ

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი. მოვაჭრეები კვლავ შენობაში შესვლას და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ.

ექსპერტების დასკვნით, შენობა ავარიულია და იქ შესვლა სახიფათოა. მოვაჭრეებს შენობაში სწორედ ამ მიზეზით არ უშვებენ, რაც მათი პროტესტის საბაბი ხდება.

ბავშვთა სამყაროს მიმდებარედ სამუშაოები მიმდინარეობს. მოვაჭრეების თქმით, სამუშაო იარაღებს ძლიერი ვიბრაცია აქვს, რაც შენობის ჩამონგრევის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.

„დემონტაჟის მერე შიგნით რამე დარჩება?“- აცხადებენ დაზარალებულები.

ბავშვთა სამყაროს კომერციული დირექტორის განცხადებით, შენობიდან საშიში ფილების მოხსნა ხდება. მისივე თქმით, შენობის გარშემო ღობე კეთდება, რათა უცხო პირებმა ვერ შეძლონ ადგილზე შესვლა და ძვირფასეულობის მოპარვა.

banner
წინა სტატიაში​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
შემდეგი სტატიადაზარალებული მოვაჭრეები ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართებიან