დემონსტრანტებმა ქალაქ ასქანეს მერიის შენობა დაწვეს და რიგით მესამე ქალაქი დაიკავეს – პროტესტი ირანში

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება – დემონსტრანტებმა ქალაქ ასქანეს მერიის შენობა დაწვეს და რიგით მესამე ქალაქი, კარაჯი დაიკავეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, რომელიც საპროტესტო აქციების დარბევაში მონაწილეობდა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ცნობით, პროტესტის მიმდინარეობისას სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 34 მომიტინგე, ხოლო ოთხი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი.

ორგანიზაცია Human Rights Activists in Iran-სა და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული აქციების დროს 60-ზე მეტი მომიტინგე დაშავდა და 2076 დააკავეს.

ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციები ირანში ყველაზე მასშტაბური გახდა 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ.

ცნობისთვის, AFP-ის ინფორმაციით, მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში 28 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ისინი თეირანის მთავარ ბაზარში დაიწყო, სადაც ბევრმა მაღაზიის მეპატრონემ ჰიპერინფლაციისა და ფასების მკვეთრი რყევების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მაღაზიები დახურა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ორსული ქალის ცემის ფაქტზე 24 წლის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაე.წ. კრიმინალური გარჩევა შიდა ქართლში – 50 წლამდე მამაკაცს სიცოცხლის მოსპობის მუქარით დიდი ფული გამოსძალეს