დემონსტრანტებმა ფილარმონიის წინ მანქანა ამოატრიალეს და დაამტვრიეს

აქციის მონაწილეებმა ავტომობილის მინები ჩაამსხვრიეს და ავტომანქანა გადაატრიალეს – შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირებზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გზის ჩამკეტი ბარიერები გამოიყენეს, რათა ვარაზისხევი ჩაეკეტათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ბარიერებით მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“ მიემართება.

პარლამენტის წინ ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, თუმცა ტერიტორიას ისევ ეტყობა სისხლიანი ღამის შედეგი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე მეტრე : გაგრძელებაა 90-იანი წლების სისხლისღვრისა , 2012 წლიდან საქართველოს კაცთმოძულე ხელისუფლება ერგო
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს