4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

„დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელი ჯეიმს ტალარიკო – ახლახან ტეხასი დავიბრუნეთ

ახლახან ტეხასი დავიბრუნეთ, – ამის შესახებ ტეხასის შტატში, სენატის არჩევნებში გამარჯვებულმა, ჯეიმს ტალარიკომ („დემოკრატიული პარტია“) მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ახლახან დავამტკიცეთ, რომ მთელ მსოფლიოში არსებულ ფულსაც კი არ შეუძლია ტეხასელი ხალხისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენ გზავნილი გავუგზავნეთ ყველა მილიარდერ თუ ტრილიონერ დონორს, ამ მოშლილი პოლიტიკური სისტემის ყველა დამცველს, რომ ამ შტატსა და ამ ქვეყანაში ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის“, – განაცხადა ჯეიმს ტალარიკომ.

ცნობისთვის, ტეხასის შტატში, სენატის არჩევნებში „დემოკრატმა“ კანდიდატმა 1988 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. ჯეიმს ტალარიკომ „რესპუბლიკელი“ კენ პაქსტონი დაამარცხა.

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია
შემდეგი სტატიამურთაზ ზოდელავა: მძიმე პასუხისმგებლობაა, როდესაც სხვებს საპროცესო შეთანხმებისკენ მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება