„დემოკრატიული მოძრაობის“ იდეა – ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლას გეგმავს

რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯების და მცოცავი ოკუპაციის ფონზე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლას აპირებს.

ნინო ბურჯანაძე არც დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამორიცხავს. გეგმა ჯერ იდეის დონეზეა, დაუზუსტებელია თარიღიც.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის აზრით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მსგავსი ნაბიჯებით და მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაანონსებულ სტუმრობას უკვე მოჰყვა მწვავე რეაქციები. მათ შორის მმართველი გუნდიდან, სადაც კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ დეოკუპაცია მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობითაა შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშითბილისში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიამარიამ დალაქიშვილმა და ზოზია ქარდავამ ტურნირის Copernicus Bowl პირველი და მეორე წრე წარმატებით გაიარეს